აპრილი 16, 2024

მადრიდის რეალის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვინიციუს ჯუნიორმა რასიზმს სოციალურ ქსელში სენსიტიური პოსტი მიუძღვნა.

“ამ შაბათ-კვირას არ ვითამაშებ. მხოლოდ ამ შაბათს ესპანეთში რასიზმის სამი ფაქტი დაფიქსირდა. ჩემი მხარდაჭერა აკუნას, კიკე სანჩენს ფლორესს და რაიო მახადაჰონდას მეკარეს სარს.

რასისტები უნდა გამოაშკარავდნენ. სანამ ისინი ტრიბუნაზე დარჩებიან თამაშები ვერ გაგრძელდება.ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა რასისტები ტრიბუნებიდან პირდაპირ ციხეში გადაინაცვლებენ.” – წერს ბრაზილიელი.

ვინიციუსმა, ესპანეთთან მატჩის წინ, რასიზმზე ისაუბრა,სადაც ემოციები ვერ დამალა. ბოლო დროს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა როცა ესპანელი ფანებისგან რასისტული თავდასხმის პირდაპირი სამიზნე გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *