საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
21-წლამდელები 2024 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 22 მარტს, სტუმრად, თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან გამართავენ. 26 მარტს, ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ისევ გასვლაზე გიბრალტარს შეხვდებიან.
საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა:
- მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
- მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი, უკრაინა).
- ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
- თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).