აპრილი 13, 2024

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ირლანდიის ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში აუცილებლად დატოვებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა რამდენიმე სპეციალისტისა, სანიოლი ამჟამად ირლანდიის ნაკრებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა “დინამო არენაზე” 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *