აპრილი 16, 2024

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის ვერსიით ხვიჩამ 10.00 შეფასება მიიღო, რაც ფეხბურთში საკმაოდ იშვიადი შემთხვევა გახლავთ. ცხადია, ეს ხვიჩას კარიერაში პირველად მოხდა.

 

საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ Whoscored-ის შეფასებები მიხედვით სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო მოთამაშე გახლავთ.

 

ხვიჩას რეიტინგმა 7.40-იდან 7.50-მდე აიწია და ქართველმა გარემარბმა მეორე ადგილოსან ჰაკან ჩალხანოღლუს გადაასწრო.

 

ათეული კი ასე გამოიყურება

 

1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.76

 

2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.50

 

3. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.45

 

4. მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.36

 

5. პაულო დიბალა (რომა) – 7.29

 

6. მატიას სოულე (ფროზინონე) – 7.27

 

7. ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო) – 7.25

 

8. რაფაელ ლეაო (მილანი) – 7.24

 

9. ადრიან რაბიო (იუვენტუსი) – 7.22

 

10. ფედერიკო დიმარკო (ინტერი) – 7.21

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *