აპრილი 16, 2024

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს გამოტოვებულ, 21-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლო” სტუმრად 1:6 გაანადგურა.

“პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ნაპოლის” გულშემატკივრები ხვიჩას პერფორმანსს ეხმაურებიან:

ასეთი ფეხბურთელი ჩვენ არ გვყოლია, ის, რაც კვარას შეუძლია ნაპოლიში არავის უქნია.

მაგიური კვარადონა, ხვიჩამ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ოსი და კვარა, ეს დუეტი დაბრუნდა და დღეს ყველაზე ამაყი ვარ.

ბრავო ხვიჩა კვარაცხელია, ღირსეულად დაბრუნდა, სასუოლოს ხვიჩასო ყველაზე მეტად ეშინია.

სასუოლოს ღამის კოშმარი ხარ ხვიჩა, ბრავო, მადლობა რომ ნაპოლიში თამაშობ.

საოცრებაა, ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო კლასის პერფორმანსი შემოგვთავაზა.

ხვიჩა, გთხოვ ნაპოლიში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩი, შენ ჩვენი გუნდის ლეგენდა უნდა გახდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *