გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ, Tuttosport-მა ხვიჩას შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:
“სტადიონიდან გაყვანით ორჯერ გამოხატული უკმაყოფილების გამო შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან სათადარიგოთა სკამხე ვიხილოთ. ლინდსტრომი და პოლიტანო მის შემცვლელად მოიაზრებიან. ამ მომენტისთვის, კალცონას მთლიანი გუნდის გამოყენება შეუძლია, გარდა ნგონგესი, რომელიც იუვენტუსთან გასამართი მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება”. – წერს Tuttosport.
ცნობისთვის, “ნაპოლის” მომდევნო დაპირისპირება 28 თებერვალს 21:00 საათზე “სასუოლოს” წინააღმდეგ ელის.