სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
“პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.
მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქულა.
“ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, “პარტენოპეი” მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს.