აპრილი 16, 2024

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ნაპოლისა” და კატალონიის “ბარსელონას” თამაშისას “პარტენოპეის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ნაადრევად, 68-ე წუთზე გაიყვანა.

 

ამ ფაქტს იტალიასა და საქართველოში დიდი აღშფოთება მოჰყვა, იტალიელის მსგავს გადაწყვეტილებას არავინ ელოდა.

 

მოედნიდან გასვლისას ასევე უკმაყოფილო იყო თავად კვარაც, რომელსაც ყველაფერი სახეზე ეტყობოდა.

 

გავლენიანი გამოცემა, “Il Mattino” იუწყება, რომ შესაძლოა გუნდმა ქართველი უკმაყოფილების გამოხატვის გამო დასაჯოს:

 

“კლუბში განიხილავენ დისციპლინური სასჯელის შესაძლებლობას, რადგან არ სურთ იგივეე შეცდომის გამეორება, რომელიც რუდი გარსიას დროს დაუშვეს. მაშინ კვარამ თავს უფლება მისცა, უკმაყოფილება კიდევ უფრო აშკარა ჟესტით გამოეხატა”

 

“შესაძლოა, ამჯერად კვარაცხელია კალიარისთან სათადარიგოთა სკამზეც დასვან, რაც მისთვის ძლიერი და მკაფიო სიგნალი იქნება”, – წერს გამოცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *