ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,ბარსელონას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა.
კვარამ Sofascore-სგან 6,6-ქულიანი შეფასება მიიღო.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო, 11-დან 5 დუელი მოიგო და 18-დან 14 (78%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.1 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 13 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.