თებერვალი 21, 2024

სერია ა-ს 22-ე ტურში “ნაპოლი” “ვერონას” დაუპირისპირდება.

 

აღნიშნული შეხვედრის წინ გამოცემა “Gazzetta dello Sport”-საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

 

წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” ამ თამაშში ძველ სქემას, 4-3-3-ს უბრუნდება.

 

როგორც ირკვევა, ვალტერ მაძარის არ მოეწონა ის ცვლილებები, რაც მან გასულ შეხვედრებში გამოსცადა და ჩვეულ ფორმაციაზე დაბრუნება სურს.

 

ბუნებრივია, ამ სქემაში ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მარცხენა ვინგერად მოგვევლინება.

 

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 4 თებერვალს, ჩვენი დროით 18:00 საათზე შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *