ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამის ფონზე ბუნებრივია, რომ მისი კონტრაქტის გადახედვის შესახებ ხშირად საუბრობენ.
ბევრი თანხმდება, რომ კვარა უფრო მაღალ გასამრჯელოს იმსახურებს, მაგრამ ასე არ ფიქრობს ნეაპოლელი ჟურნალისტი ფრანჩესკო მაროლდა. როგორც მან თქვა, თუ კვარას მაღალი ხელფასი სურს, უკეთ უნდა ითამაშოს:
“თუ ფეხბურთელს უფრო მაღალი ხელფასის ამბიცია აქვს, მაშინ განსხვავებულად თამაში უნდა დაიწყოს, ვიდრე ბოლო კვირებში მისგან ვნახეთ”, – თქვა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი გამოიმუშავა. ნაპოლი 4 თებერვალს საკუთარ მოედანზე ჰელას “ვერონას” შეხვდება.