თებერვალი 21, 2024

26 მარტს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

 

ამ პლეი-ოფებით ერთა ლიგის 2022/23 წლის გათამაშება სრულდება.

 

2024/25 წლების ერთა ლიგის წილისყრა 8 თებერვალს პარიზშია ჩანიშნული.

 

ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ერთი ლიგით მაღლა B ლიგაში იასპარეზებს რადგან გასულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა C ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

 

საქართველოს სავარაუდო მეტოქეები 3 კალათში არიან განთავსებული, მათი ვინაობა კი ცნობილია:

 

I კალათი: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი.

 

II კალათი: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია.

 

III კალათი: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო.

 

IV კალათი: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ერთა ლიგაზე ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის დამატებითი შანსისთვის იბრძვიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *