ივნისი 22, 2024

7 მარტს, ბათუმში,ახალი პროექტის – „ლეგენდების სერია“ (Legend Series)-ს ფარგლებში, ვარსკვლავების მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ინტერისა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

 

ცნობილია არასრული შემადგენლობა როგორც “ინტერის”, ისე საქართველოს ნაკრების. სრული შემადგენლობა კი უკვე თებერვლის თვეში გახდება ცნობილი.

 

დადასტურებულია, რომ მილანური კლუბიდან ხავიერ ძანეტი, სებასტიან ვერონი, გორან პანდევი, როდრიგო პალასიო, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო, ლუიშ ფიგუ, უესლი სნეიდერი და მარკო მატერაცი ჩამოვლენ.

 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების არასრულ შემადგენლობას, ჩვენი ვეტერანების სია ასე გამოიყურება: გიორგი ქინქლაძე, ჯანო ანანიძე, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *