თებერვალი 21, 2024

Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ახალ კონტრაქტზე “ნაპოლის” ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.

 

ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, “პარტენოპეი” კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.

 

Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, კვარაცხელია “ნაპოლიში” 2027 წლამდე უნდა დარჩეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *