როგორც მოგეხსენებათ, “რომამ” რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა.
ამის მიუხედავად, არსებობს შანსი იმისა, რომ ის სერია A-ში მალევე დაბრუნდეს. გამოცემა “Sportmediaset”-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ მოურინიო “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.
იწერება, რომ ვალტერ მაცარი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და მისი შემცვლელის მთავარი კანდიდატი ჟოზე იქნება.
ასევე ირკვევა, რომ ჟოზე მოურინიოს აგენტი- ჟორჟე მენდეში, აურელიო დე ლაურენტისს პირადად დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე ესაუბრა.
ასე რომ, საინტერესო ვიხილავთ თუ არა ჟოზე მოურინიოს ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელად.