თებერვალი 21, 2024

“დინამო თბილისის” ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა  გუნდი დატოვა.

22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და თამაშს რუმინეთში, საფეხბურთო კლუბ “კრაიოვაში” გააგრძელებს.

მან 4.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ანზორის აწ უკვე ყოფილი გუნდი  “დინამო თბილისი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 750 ათას ევროს მიიღებს, ხოლო სამომავლო ტრანსფერიდან 20%-ს.

ანზორი “დინამოს”აკადემიის აღზრდილია , მთავარ გუნდს 2019 წელს შეუერთდა და მის ანგარიშზე 113 თამაში და 8 გოლია. ის 2022 წლიდან საქართველოს ნაკრებსაც ეხმარება , სადაც 13 თამაში აქვს ჩატარებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *