თებერვალი 21, 2024

ბრაზილიელი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი და გვინეა-ბისაუელი ჟორჟინო ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში ირიცხებიან.

28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო მანჩესტერ სიტის აღზრდილია. ის ეროვნული ნაკრების მომქმედი ფეხბურთელი და პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე იყო. გაცნობებთ რომ, ყაზახურ “ორდაბასთან” ერთად გასულ სეზონში  ისე ჩემპიონი გახდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

 

ელიტონ ჟუნიორი 25 წლის ფინეთის ვიცე-ჩემპიონ “კუპსის” 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე  ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე.

ელიტონ ჟუნიორი ქუთაისურ კლუბს შვედურ “ვარბერგიდან” შეუერთდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *