თებერვალი 21, 2024

ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელობის პერსპექტივაზე დაუსვეს შეკითხვა.

 

“ნაპოლიში” მუშაობა? ეს შესაძლებელია, თუმცა მსურს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო,” – უთხრა 57 წლის მწვრთნელმა CalcioNapoli24-ს.

 

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო “ტორინოსა” და “პარტენოპეის” გუშინ გამართულ მატჩსაც დაესწრო, რამაც იტალიურ პრესაში აგორებული მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გაამძაფრა.

 

ვალტერ მაძარის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მისი “დიეგო მარადონაზე” სეზონის დასრულების შემდეგ დარჩენა უფრო და უფრო ნაკლებსავარაუდო ხდება. ცხადია, აურელიო დე ლაურენტისს ახალი მწვრთნელის მოძებნა უკვე დაწყებული აქვს. როგორც ჩანს, კონტე კინორეჟისორის ფავორიტი კანდიდატია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *