თებერვალი 21, 2024

უკვე ცნობილია, რომ ვიქტორ ოსიმენმა “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 10 მილიონი ევრო გახდა.

 

იტალიური გამოცემა “Il Mattino” წერს, რომ ამ ამბის შემდეგ კლუბმა მუშაობა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ხელშეკრულებაზე უნდა დაიწყოს.

 

ამ მომენტისთვის, ქართველის წლიური ხელფასი 1.4 მილიონი ევრო შეადგენს მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

 

წყარო იუწყება, რომ კვარას აგენტები თავიანთი კლიენტისათვის პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ და ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობენ.

 

ასე და ამგვარად, დიდი შანსია იმისა, რომ “პარტენოპეიმ” ამჯერად მუშაობა ხვიჩას ახალ ხელშეკრულებაზე დაიწყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *