თებერვალი 21, 2024

იტალიური გამოცემა, “Il Mattino” “ნაპოლის” შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი გუნდში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

 

სტატიაში ძირითადი საუბარი ფეხბურთელთა კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ იყო.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენთან გარიგების შემმდეგ “პარტენოეპეი” ხვიჩა კვარაცხელიას აუცილებლად უნდა მოალაპარაკოს:

 

“კლუბში კვარასაც უნდა გაუფრთხილდნენ, ის ჯერ ვერ გამოიმუშავებს სათანადო შემოსავალს. თუმცა ქართველის სტაფს დიდი სურვილი აქვს, მისი ხელფასი გაიზარდოს, მას მერე, რაც ნახეს ნიგერიელის კონტრაქტის ახალი დეტალები”

 

“ეს კიდევ ერთი პრობელმაა კლუბისთვის, თითქოს, მას ისე არ ჰყოფნიდა სირთულეები ბოლო დროს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *