თებერვალი 21, 2024

სერია A-ს მე-18 ტურში “ნაპოლი” “მონცას” დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს.

 

დაშავებულია აგრეთვე ლინდსტრომი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. areanapoli ირწმუნება, რომ მომავალ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამ შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, კაიუსტე, ზელინსკი, რასპადორი, სიმეონე, კვარაცხელია.

 

მძიმე სიტუაციაში მყოფ “ნაპოლის” ერთგული გულშემატკივრები არ მიატოვებენ და ბოლომდე დაუჭერენ მხარს. ilmattino-ს ცნობით, გუშინ სალაროებში გატანილი ყველა ბილეთი გაიყიდა და “დიეგო მარადონაზე” ანშლაგი იქნება.

 

შეგახსენებთ, მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *