სექტემბერი 14, 2024

იტალიის თასის მერვედფინალში “ნაპოლიმ”  მარადონას სახელობის სტადიონზე “ფროზინონეს” დაუპირისპირდა, სადაც მასპინძელი გუნდი დიდი ანგარიშით,   4-0 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე წელია, იტალიის თასის ჩემპიონატში, “ნაპოლი” მერვედფინალში ეთიშება ტურნირს.

მოედანზე ორივე ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ. გიორგი კვერნაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 64 წუთზე შემოვიდა.

გიორგი კვერნაძის გუნდი მეოთხედფინალში “იუვენტუსი”-“სარენიტანას” გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *