ივლისი 13, 2024

დღეს, სერია A-ს მე-15 ტურში “ნაპოლი” სტუმრად “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. Sky Sport-ი იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი “ინტერთან” წაგებული მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ორ ცვლილებას განახორციელებს და გუნდს დაცვითი ტაქტიკით ათამაშებს.

 

გამოცემის მტკიცებით, ძირითადში ესტეგორისა და ელმასის ნაცვლად ჟუან ჟეზუსი და ზილენსკი იქნებიან.

 

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *