სექტემბერი 14, 2024

დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს ,,საბურთალო” და ბათუმის ,,დინამო” დაუპირისპირდა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. მიუხედავად უამინდობისა ფინალს მაყურებელი მრავლად დაესწრო.

 

შეხვედრა ,,საბურთალოს” ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს საწყის წუთებზე, თუმცა სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლეს.
ყველაზე რეალური მომენტი თბილისლებს 25-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სილამ ბურთი კარს ააცილა. ,,დინამოს” რეალური მომენტი პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში ჰქონდა,თუმცა ლაზარე კუპატაძემ საჯარიმო დარტყმა მოიგერია. პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დაბრუნდა.

 

 

მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, სათამაშო უპირატესობა გარდამავალი იყო და მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. აღსაღნიშნავია ისიც, რომ მოედანზე დაძაბულობა იგრძნობოდა, ხშირი იყო უხეშობაც. მეორე ტაიმს არბიტრმა 5 წუთი დაამატა, სწორედ დამატებულ დროში შემოვიდა მოედანზე ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც საჩემპიონო გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა. უკანასკნელ წუთებში ,,დინამო” გააქტიურდა და რამდენიმე მომენტის შექმნაც მოასწრო, ერთ-ერთ ეპიზოდში ლაზარე კუპატაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ,,დინამოს” ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა გოგა კიკაჩეიშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საბურთალო იქნება ზაფხულში მე-4 გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *