თებერვალი 21, 2024

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო დრიბლიორებს შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

 

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ხუთ შეხვედრაში 37 დრიბლინგია.

 

Top ხუთეულში, ასევე, კილიან მბაპე (პსჟ, 34), ბარენეჩეა (სოსიედადი, 30), რაფაელ ლეაო (მილანი, 29) და ელიას აშური (კოპენჰაგენი, 27) შედიან.

 

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

,,ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 13 დეკემბერს ,,ბრაგასთან” შინ გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *