სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ინტერთან” სახლში 0:3 წაგებულ მატჩში Whoscored-მა “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა – მან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
კვარაცხელიას თამაში Flashscore-მაც 7.2 ქულით შეაფასა – “ნაპოლიში” ამ საიტმა უფრო მაღალი ქულა, 7.3 მხოლოდ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაუწერა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7.0 შეფასება მიიღო – უფრო მაღალი ქულები ანგისამ და მატეო პოლიტანომ დაიმსახურეს – 7.3.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა იყო (8.3, 8.3, 8.6).