ოქტომბერი 13, 2024

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მეხუთე ტურში ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში შეეძლო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა. ლუქსემბურგის ნაკრებმა კი 5 წუთიან მონაკვეთში შეძლო 2 გოლის გატანა და დაწინაურება.

აღსანიშნავია რომ, პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე შუქი წავიდა და უეფას დელეგატთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში, მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 43 წუთიდან განახლდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და თამაშის სასარგებლოდ შემოტრიალება შეძლეს. მატჩის 66-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ ანგარიში შეამცირა, ხოლო მე-80 წუთზე ხატია ჭყონიამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშემ, ნინო ბუხრიკიძემ დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე საბოლოო ანგარიში, 4:2 ნათია დანელიამ დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ისინი 5 დეკემბერს სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *