თებერვალი 22, 2024

როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდების ჩემპიონატში კრიზისში მყოფმა ამსტერდამის “აიაქსმა” “ვიტესი” ანგარიშით 5:0 დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა.

 

ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე მატჩში 68-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ამსტერდამელებმა აქცენტი ბურთის ფლობაზეე გააკეთეს, მიუხედავად ამისა< ჟორჟმა ძალიან სახიფათო მომენტის შექმნა მაინც შეძლო, თმცა არ გაუმართლა.

 

ამ დაპირისპირების შემგ ნიდერლანდულ მედიაში გიორგის შესახებ სტატიაბი მომრვალდა:

 

“ახლა, როდესაც „აიაქსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის მეთაურობით უფრო დამახასიათებელი სტრუქტურით თამაშობს, ახალბედები საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას აჩვენებენ. „ვიტესის“ წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამიდან გიორგი მიქაუტაძემ აჩვენა, რომ მცირე სივრცეებში საკმაოდ მოქნილი და მიზანმიმართულია”

 

“ასევე ახალწვეულ კარლოს ფორბსს და იაკობ მედიჩს მიეცათ შანსი. მოკლედ, ახალ ფეხბურთელებში შედარებით მეტი მუსიკა იგრძნობა, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით ახალი ლიტმანენი არ ჩანს”, – იწერება პრესაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *