თებერვალი 21, 2024

ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუე” საკუთარ არენაზე მე-2 ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ნიურნბერგს” დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მატჩში 81 წუთზე ჩაერთო და დუბლი შეასრულა. პირველი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე 94-წუთზე.

 

ბუდუ ზივზივაძის შეფასება Sofascore-ის მიხედვით 9.0-ია, რომელიც მატჩში საუკეთესო შედეგია.

 

Whoscored-ის მიხედვით 8.1 დაიმსახურა და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება, თანაგუნდელს, მეორე გოლის ავტორს ფაბიან შლოისენერს, რომელმაც Whoscored-ის მიხედვით 8.9 დაიმსახურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *