თებერვალი 21, 2024

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 34-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. “ქართულ კლასიკოდ” მონათლულმა დაპირისპირებამ მაყურებლის იმედები გაამართლა და ქუთაისში ძალიან დაძაბული და დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ.

უამინდობის მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივარი მოედანზე მაინც მივიდა საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლოს ქუთაისის “ტორპედომ”,  თბილისის “დინამო” 2011 წლის 21 სექტემბერს დაამარცხა და 12 წელია ქუთაისელი გულშემატკივარი ნანატრ გამარჯვებას ელოდა.

შეხვედრის სტარტი დიდად სანახაობრივი არ გამოვიდა, თუნცა ისიც აღსანიშნავია, რომ საწყის 24 წუთში თბილისის “დინამოს” 2 იძულებითი შეცვლის გამოყენება მოუწია და 2 ლეგიონერის- ოსეი ბარნსის და კადეტეს მაგივრად მოედანზე  ოსიყმაშვილი და ლაკვეხელიანი შევიდნენ.

შეხვედრის პირველი გოლი მატჩის 39 წუთზე გავიდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ბუღრიძემ გადაცემა ლაშა შერგელაშვილს გაუკეათა. მან შესანიშნავად იმოქმედა საჯარიმოს მისადგომებთან და ზუსტი დარტყმით გიორგი ლორიას კარის ბადე შეარხია და “ტორპედოს” უპირატესობა მოუპოვა. 1:0

მატჩის მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში გუნდები ცდილობენ მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას და მეორე ტაიმის 58 წუთზე ქუთაისის “ტორპედოს” მორიგმა შეტევამ, გულშემატკივარი კვლავ გაახარა. მარჯვენა ფლანგზე ისევ იაქტიურა ბუღრიძემ, რომელმაც ბურთი ნინკოვიჩს გადასცა. ქუთაისელთა სერბმა ლეგიონერმა კი არაბიძე მონახაზ რომელმაც საფირმო დარტყმით უპირატესობა 2 გოლამდე გაზარდა და მის ანგარიშზე მე-12 გოლი მიიწერა.

80-ე წუთზე “დინამოელთა” გამუდმებულმა ჩაწოდებებმა საჯარიმოში მიზანს უწია და მარუშიჩმა გიორგი მაისურაძის გადაცემა გოლად აქცია. 1:2

აღნიშნულმა გოლმა “დინამოს” ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა და ძირითად დროში, თბილისლებმა კიდევ რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს კლიაიჩის კართან. “დინამოს” მორიგმა შეტევებმა, შედეგი მატჩის კომპენსირებულ დროში გამოიღო და 92 წუთზე ანგარიში ლუკა ლაკვეხელიანმა გააათანაბრა. 2:2

შეხვედრის 97 წუთზე გიორგი არაბიძემ ბურთი სრულიად მარტომ  მიიღო მარჯვენა ფლანგზე და ასევე დარჩენილი ეკონგოლო მოძებნა,რომელმაც  გადაცემა შერგელაშვილს გაუკეთა და მანაც გიორგი ლორია მოატყუა სა სტადიონზე სრული ემოციური შოკი გამოიწვია, როცა გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ეს სიხარული მხოლოდ წამები გაგრძელდა, რადგან გიორგი ყრუაშვილმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. 2:2
“დინამომ” მატჩის გადარჩენა მოახერხა, ხოლო ქუთაისლების ლოდინის რეჟიმი ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმად რჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *