
Diario AS-ის ინფორმაციით, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ 19 წლის ვარსკვლავმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. თუ ეს დადასტურდა, პაბლოსთვის სეზონი დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ.
გავი გამოტოვებს არა მხოლოდ დარჩენილ საკლუბო სეზონს, არამედ ევრო 2024-სა და პარიზის ოლიმპიადასაც.
RAC1 წერს, რომ პაბლოს მძიმე ტრავმის შესახებ ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ “ბლაუგრანას” უკვე შეატყობინა.
დამატებითი გამოკვლევები კიდევ ჩატარდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დაზიანება უფრო მსუბუქი იყოს, ძალიან მცირეა.