
Transfermarkt”-მა 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია გამოქვეყნა, სადაც “ვალენსიისა” და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
გამოცემის ვერსიით, მამარდას ღირებულება 30 მილიონი ევროა და მე-13 ადგილს იკავებს.
სათქმელია ისიც, რომ პირველი 4 მეკარის ღირებულება 45 მილიონი ევროა, მათში კი ჯალუიკი დონარუმა, მაიკ მენიო, დიოგო კოშტა და ტიბო კურტუა მოიაზრებიან.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სიაში ემილიანო მარტინესზე, უნაი სიმონზე და ჯორდან პიკფორდზე წინ მოხვდა.