
ვალტერ მაცარი ოფიციალურად “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელია. გამოცდილმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე, ანუ სეზონის ბოლომდე გააფორმა, რაზეც უარი განაცხადა მწვრთნელობის ერთ-ერთმა კანდიდატმა – იგორ ტუდორმა, რომელსაც მეტად ხანგრძლივი დროით სურდა გუნდის ჩაბარება.
მოგეხსენებათ რომ, მაცარის უკვე აქვს გამოცდილება ნეაპოლურ გუნდში. “პარტენოპეის” ის 2009-2013 წლებში უძღვებოდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაცარის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ თამაშს 25 ნოემბერს “ატლანტასთან” გამართავს.