დეკემბერი 7, 2023

ხვალ, იტალიის ჩემპიონატში გაიმართება საინტერესო დაპირისპირება “ნაპოლისა” და “ემპოლის” შორის.

 

 

წყვილში ფავორიტი “ნაპოლია”, თუმცა იტალიური პრესა ამ გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პოზიციაზე წერს.

 

თუ ნეაპოლელებმა “ემპოლისაც” ვერ მოუგეს, რუდის გარსიას გუნდიდან წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. მითუმეტეს, დიდი ხანია, დე ლაურენტისი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ანტონიო კონტეს ვარიანტს განიხილავს.

 

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პრეზიდენტი მწვრთნელის ფეხის დაცდენას ელოდება, რათა მისი შემცვლელი მოიყვანოს. მოგეხსენებათ, წინა მატჩი “ნაპოლიმ” “უნიონ ბერლინს” ვერ მოუგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *