დეკემბერი 7, 2023

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მოგებულ მატჩში (1:0) “შახტარის” განაპირა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად და საუკეთესოდ ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველს გარჯა დაუფასდა, Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა, football.ua-მ აღნიშნა, რომ ასეთ თამაშს ქართველისგან არ ელოდნენ, უეფამ კი Fantasy-ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, რომელსაც დაგროვებული ქულებით ადგენს.

 

“ასე გააგრძელე, გიორგი!” – ეხმიანება გოჩოლეიშვილის აღიარებას დონეცკური კლუბი საიტით.

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი

 

მეკარე: ანდრეი ლუნინი (რეალი – 12 ქულა)

 

მცველები: ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო – 10), პეპე (პორტუ –

13), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი – 12)

 

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი 14), მიკელ მერინო (სოსიედადი – 13), დიეგო გონსალვეში (კოპენჰაგენი – 11), სამუელ ლინო (ატლეტიკო – 13)

 

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი -13), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი – 14), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო – 14)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *