
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა ,,ნაპოლისა” და ,,უნიონ ბერლინს” შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
კვარამ Sofascore-სგან 7.9-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში მხოლოდ ამირ რაჰმანის (8) ჩამორჩა.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 82-ჯერ შეეხო, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა (ორჯერ კარში), 14-დან 8 დუელი მოიგო და 48-დან 41 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
7.3 ქულით შეაფასა ხვიჩას თამაში Whoscored-მა.