დეკემბერი 7, 2023

უკრაინის პრემიერ ლიგის გასულ ტურში დონეცკის “შახტარი” სტუმრად “დინამო კიევს” დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

 

 

ძირითად შემადგენლობაში იყო დონეცკელთა ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც პირველ ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა აზროვის ტრავმა, რომელამც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩი “ბარსელონასთან” გამოტოვოს.

 

“შახტარის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი დღევანდელ შეხვედრაში 74-ე წუთზე ჩაერთო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *