დეკემბერი 6, 2023

ვალენსია ესპანეთის თასზე გამოსვლას მეორე წრეში ქვედალიგელ ლოგრონიესთან მატჩით დაიწყებს და დიდი ალბათობით,”ლას გაუნასზე” სტუმართა კარში არ იდგება გიორგი მამარდაშვილი – პირველად ამ სეზონში.ბ

 

2023/24 წლების სეზონში ვალენსიამ ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მატჩში კარში სწორედ 23 წლის ქართველი იდგა. როგორც ჩანს, ეს სერია 2 ნოემბერს შეწყდება და გიორგის ადგილს გუნდის სათადარიგო მეკარე ხაუმე დომენეკი დაიკავებს.

ამის შესახებ ვალენსიას მთავარმა მწვრთნალმა რუბენ ბარახამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ მატჩში შესაძლებლობა უნდა მივცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევათ და მწვრთნელისთვის თავიანთი შესაძლებლობი დასამტკიცებელი აქვთ. მეკარის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და რა თქმა უნდა, ხაუმე ერთ-ერთი მათგანია. გეტყვით, რომ მას სასტარტო შემადგენლობაშიც განვიხილავთ”, – აქვეყნებს ბარახას სიტყვებს ესპანური მედია.

ცნობისთვის, ხაუმე დომენეკმა ბოლოს ვალენსიას კარი ოფიციალურ მატჩში 2021/22 წლების ლა ლიგის ბოლო ტურში, ვიგოს სელტასთან შეხვედრაში (2:0) დაიცვა. მას შემდეგ 32 წლის ესპანელ მეკარეს, რომელსაც მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშის პარალელურად, ხელს ტრავმებიც უშლიდა, შანსი აღარ მისცემია.

რაც შეეხება გიორგის, თუკი ქართველი მეკარე ლოგრონიესთან სასტარტოში მართლაც არ იქნება, ყველა ტურნირში 53-მატჩიან სერიას დაასრულებს, რომლებშიც “ღამურების” კარს შეუცვლელად იცავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *