დეკემბერი 7, 2023

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

 

კვარამ WhoScored-სგან 7.8-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში მხოლოდ მატეო პოლიტანოს (8) ჩამორჩა.

 

ქართველი შემტევი ბურთს სულ 61-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 33-დან 28 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

 

Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

 

,,ნაპოლი” მომავალ შეხვედრას 4 ნოემბერს ,,სალერნიტანასთან” სტუმრად გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *