დეკემბერი 7, 2023

ქალთა ერთა ლიგის C2 ჯგუფის მეორე საშინაო მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის არენაზე ლიეტუვას დაუპირისპირდა.

 

საწყისმა წუთებმა რეალური მომენტის გარეშე ჩაიარა.  ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ.გაშვებული გოლის შემდეგ, ქართველები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე კარში ზუსტადაც დაარტყეს, რეალური შანსი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შეექმნა, თუმცა ლიეტუელები 1 ეპიზოდში რამდენჯერმე გადარჩნენ გაშვებულ გოლს.

 

მეორე ტაიმი ისევ საქართველოს ნაკრების აქტიურობით დაიწყო, თუმცა 58-ე  წუთზე  სვეტლანა გაბელაიას უხეში შეცდომის შემდეგ, სხვაობა ორამდე გაიზარდა. საბოლოო წერტილი მატჩს მეორე ტაიმისთვის დამატებულ წუთებზე დაესვა, როცა სხვაობა სამბურთიანი გახდა.

 

 

ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს 2 ქულით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *