
და აი ისიც, ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია. მთავარი ჯილდოს, ოქროს ბურთის მფლობელი გახდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების კაპიტანი,მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ამჟამად “ინტერ მაიამის” შემადგენლობაში მყოფი ლიონელ ანდრეს მესი, რომელმაც თავისი რეკორდი გააუმჯობესა და მერვედ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, რაც საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ლიონელ მესის კუთვნილი ჯილდო ყოფილმა ფეხბურთელმა დეივიდ ბეკჰემმა გადასცა, რომელიც ამჟამად “ინტერ მაიამის” ერთ-ერთი მფლობელია.
ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მეორე და მესამე ადგილები დაიკევს “მანჩესტერ სიტის” ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ერლინ ჰოლანმა და “პარი სენ-ჟერმენის” ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ.