დეკემბერი 7, 2023

იტალიურ La Gazzetta dello Sport-სა და SMH Global-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას SMH Global-ი ავრცელებს

პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, SMH Global გახდა ექსკლუზიური მფლობელი La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩაიზის, რაც ნიშნავს, რომ La Gazzetta dello Sport-ის ქართულ ვერსიას ქართველი მკითველები ძალიან მალე იხილავს.

კონტენტის 70% მსოფლიო სპორტის შესახებ იქნება წარმოდგენილი, ხოლო 30% კი დაეთმობა საქართველოში მიმდინარე სპორტულ ამბებსა და სიახლეებს, ასევე საქართველოში მიმდინარე სპორტული სიახლეები გაშუქდება საზღვრებს გარეთ, რაც ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტსმენებს მისცემს არაერთ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავი საქართველოს საზღვრებს მიღმაც.“- ნათქვამია SMH Global-ის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *