დეკემბერი 7, 2023

2 თვეზე მეტია დინამო თბილისის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სტაფს და აკადემიის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ. ვიცით, რომ ასეთი პრობლემა იყო ზაფხულშიც, ევროტურნირების წინა პერიოდში, რაც გუნდზე ნეგატიურად აისახება. ასეა ახლაც, გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო.

 

ჩემი ინფორმაციით, დინამო თბილისის გარდა, ფინანსურად ცუდი სიტუაციაა სხვა ბევრ ქართულ კლუბში. მაგალითად, გაგრასა და ქობულეთის შუქურაში. ასევე, შემთხვევებში, არასტაბილური მდგომარეობაა დინამო ბათუმსა და საბურთალოში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დინამოს დავალიანება მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაეფარა, თუმცა როგორც გავიგე, ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ, ამ თარიღმა მომდევნო კვირამდე გადაიწია, რაც უკვე სამთვიან დავალიანებას ნიშნავს.

 

საკლუბო ჩემპიონატი, უმიზნო კლუბებით, მოუვლელი მინდვრებით და კატასტროფული მენეჯმენტით არის ზუსტად იმის სახე, რა შედეგსაც ყოველ ზაფხულში ევროტურნირზე გასული კლუბებისგან ვიღებთ.

🎙Geo Team

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *