
ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ.
“აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა არველაძის დანიშვნას ითხოვს და მას პირადადაც მიმართეს.
ერთ-ერთ ფანს ასეთი იდეაც ჰქონდა, რომ არველაძე მთავარ მწვრთნლად დაბრუნდეს, კონსულტანტად კი ლუის ვან გაალი იყოს. 2008 წელს შოთა ვან გაალის ასისტენტი “ალკმაარში” გახლდათ.
1997-2001 წლებში არველაძე “აიაქსში” თამაშობდა და დღემდე გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.