
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ,,ბარსელონამ” ,,შახტარს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6,9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
21 წლის მცველის თამაში WhoScored-მა 7 ქულით შეაფასა.