დეკემბერი 7, 2023

საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფოთის “კოლხეთმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა , მათ შეძლეს და სტუმრები ანგარიშით: 2-1 დაამარცხეს.

 

მატჩის 88-ე წუთი ფსიქოლოგიურად მძიმე და არასასიამოვნო აღმოჩნდა , რადგან მოულოდნელად “ტორპედოს” ფეხბურთელი, გიორგი ქობულაძე მოედანზე უგონოდ დაეცა. რა თქმა უნდა, მაშინათვე ჩაერთვნენ ექიმები საქმეში და აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.

 

ამჟამინდელი ინფორმაციით, გიორგი ქობულაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რომელიც 10 დღე უნდა გაგრძელდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *