დეკემბერი 7, 2023

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში “უოტფორდმა” “შეფილდი” საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა.

 

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და თამაშშიც მშვენივრად ჩაერთო, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა 7.3 შეფასება დაუწერა, რაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში მშვენიერი რეიტინგია.

 

მატჩის დასრულების შემდეგ “უოტფორდმა” სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – “სათადარიგო სკამიდან”, რასაც 2000-მდე მოწონება აქვს, კომენტარებში კი ჩვენებურის მიმართ ქებას არ იშურებენ.

 

“მან თამაში შეცვალა”

 

“ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ეშინია მეტოქეზე წასვლა”

 

“ვარსკვლავბიჭუნა, ჩაკვეტაძე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *