დეკემბერი 7, 2023

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ქუთაისის ტორპედომ, იმერულ დერბიში სამტრედიას 2-0 სძლია.

პირველივე ტაიმში იკვეთებოდა ქუთაისელების უპირატესობა და თამაშის გმირმა,  გიორგი არაბიძემ მატჩის 34 წუთზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და ქუთაისი ტორპედო 1-0 დააწინაურა. პირველ ნახევარში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, საჯარიმოს მისადგომებთან სიუხეშისათვის, გიორგი მჭედლიშვილი გააძევეს.

მეორე ნახევარი ქუთაისის ტორპედომ კონტრშეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი 85-ე წუთზე გამოიღო და ლაშა შერგელაშვილის საგოლე გადაცემით, გიორგი არაბიძემ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.

ამჟამად, ქუთაისი ტორპედო 48 ქულით მე-4 ადგილზეა და მე-3 ადგილზე მყოფ თბილისის საბურთალოსთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, სამტრედია კი, 29 ქულით მე-8 პოზიციაზე არის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *