დეკემბერი 7, 2023

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელ რუდი გარსიას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი გადაყენება არ უფიქრია.

 

ამას გარდა, “პარტნოპეის” მფლობელმა აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელები ფრანგი მწვრთნელის მისამართით უკმაყოფილებას კვლავ ღიად გამოხატავენ, მათ მიმართ ფინანსური სანქციები გატარდება.

 

“მწვრთნელის მისამართით უპატივისცემულობას თუ კიდევ დავინახავ, ფეხბურთელებს დავაჯარიმებ.

 

ჩემი ჩარევა გახდა საჭირო, რათა ფეხბურთელებისთვის გამეგებინებინა რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები.

 

გარსიას კრიტიკის ცენტრში იყო, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს და მისი გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ამის შესახებ ფეხბურთელებს ვესაუბრე, ჯერ ჯ

არიმები არ ყოფილა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მერე იქნება”, – თქვა დე ლაურენტისმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *