ოქტომბერი 1, 2023

“ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო აგვისტოში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

ამის შესახებ ნეაპოლიტანური კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

 

მიმდინარე სეზონში 30 წლის იტალიელმა სერია A-ს სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მომდევნო მატჩს მოქმედი ჩემპიონი 16 სექტემბერს “ჯენოას” წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *